უკან სერვისებში

სოციალური მედიის კონტენტი

სოციალურ ქსელს კონტენტი მუდმივად სჭირდება და ყოველკვირეული გადაღება ბიზნესს არ სცალია. ამიტომ ვმუშაობთ პაკეტურად: ერთი გადაღების დღე, საიდანაც 6-10 დამონტაჟებული ვერტიკალური ვიდეო და ფოტო-კადრების ნაკრები რჩება. გადაღებამდე ვწერთ კონტენტ-გეგმას: რომელი ვიდეო რას ეხება, რა თანმიმდევრობით გამოქვეყნდება და რა უნდა გააკეთოს მნახველმა. მონტაჟი ვერტიკალურ ფორმატზეა მორგებული - სწრაფი დასაწყისი, ტიტრები ხმის გარეშე წასაკითხად, სუფთა ბოლო კადრი მოწოდებით.

შეკვეთის გაფორმება

რას მოიცავს სერვისი:

  • კონტენტ-გეგმა გადაღებამდე
  • 6-10 დამონტაჟებული ვერტიკალური ვიდეო
  • ტიტრები და დინამიური მონტაჟი
  • ფოტო-კადრები პოსტებისთვის
  • ფაილები Reels, TikTok და Stories ფორმატში
ფასი 500 ₾-დან
ხანგრძლივობა 3-5 საათი
მიწოდება 5-7 სამუშაო დღე

სამუშაო პროცესი

01

გეგმა

ვწერთ თემებს და თითოეული ვიდეოს მიზანს.

02

მომზადება

ვარჩევთ ლოკაციას, ტანსაცმელს და რეკვიზიტს.

03

გადაღების დღე

თვის მასალას ერთ სესიაზე ვიღებთ.

04

მონტაჟი

ვიდეოები მზადდება პოსტინგის კალენდრის მიხედვით.

ხშირად დასმული კითხვები

არა აუცილებლად. ბევრი ფორმატი მუშაობს პროდუქტზე, პროცესზე ან ხელებზე. თუ გუნდი ჩანს, გადაღებამდე ვამზადებთ.
დიახ, ეს SMM პაკეტში შედის. მხოლოდ გადაღება ცალკეც შეიძლება.
აქტიური გვერდისთვის თვეში ერთი გადაღების დღე საკმარისია.